რეზონანსი
11.12.2023

ეს ინფორმაცია კლუბის (რომლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა) ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. 50 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე ალფარსლან ენდემი შეცვალა. ის გუნდს მიმდინარე წლის მაისიდან თავკაცობდა.

როგორც საიტი წერს, არველაძესა და "ქარაგიუმრუქს" შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და მხარეების თანამშრომლობის დოკუმენტს სამშაბათს გააფორმებენ.

ამ დროისთვის თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურია ჩატარებული. "ქარაგიუმრუქი" 17 ქულით მე-11 ადგილი უკავნია, არადა, ნამდვილად არ ჰყავს ურიგო შემადგენლობა.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს "ჰალ სიტიში" მუშაობდა, ხოლო თურქეთში ის "ქაისერისფორს", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორის" თავკაცი იყო. მას ასევე გაუწვრთნია თელ-ავივის "მაკაბი" და ტაშკენტის "ფახთაქორი", სადაც ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

"ქარაგუმრუქის" შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს: ალჟირელი სოფიან ფეგული, იტალიელიები - კევინ ლაზანია, ფედერიკო ჯაკერინი, სტეფანო სტურარო, ფრანგი ვალენტინ ეისერიკი, უზბეკი ოტაბეკ შუქუროვი...

არველაძის დებიუტი შედგება 16 დეკემბერს, როცა "ქარაგიუმრუქი" ახალი მთავარი მწვრთნელის ყოფილ კლუბს, "ქაისერისფორს" შეხვდება.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×