რეზონანსი
11.12.2023

მადლობა პრეზიდენტ პაველს საქართველოს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.

„მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარე კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევ კავშირს აღნიშნავს", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი").

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ, 12 დეკემბერს დაასრულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×