რეზონანსი
11.12.2023

"ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას... დაველოდები, თუ მოხერხდება პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მთავარ არხთან" საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას "ჩვენი ხმა ევროპას" და მისადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებას ეხმაურება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უერთდება სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას და იზიარებს მის მიერ წარმოებულ კამპანიას, ორბელიანის სასახლეში არ მივა.

"ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, ღია-საჯარო განცხადებაში, მოიწვია პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და არ ახსენა საქართველოს პრეზიდენტები. პრეზიდენტმა არ ახსენა პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას ამ ღონისძიებაზე, რადგან მიხდებს ისევ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა. ამ საჯარო განცხადების შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, რომ მოწვეული ვარ, თუმცა საჯარო განცხადებაა მნიშვნელოვანი სადაც პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, უნდა ახსენოს პრეზიდენტები.

დამირეკეს ადმინისტრაციიდან და მე მათ ვუთხარი, რომ სულისკვეთებას ვიზიარებ, თუმცა პრეზიდენტმა პრეზიდენტები უნდა ახსენოს. ეს, მე მგონი, ძალიან ტრივიალური ჭეშმარიტებაა. ხელისმოწერა თუ ეხება, მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ამ პეტიციას უერთდებოდეს, შესაბამისად მე დაველოდები, მოხერხდება თუ არა ამ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×