რეზონანსი
11.12.2023

დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს მორიგ შეცდომას და კონსენსუსის საფუძველზე მიიღწევა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ევროპის მხრიდან და ევროპისთვის ეს იქნება მასში ახალი წევრების ინტეგრაციის ახალი ეტაპი, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გადაწყვეტილებას 15 დეკემბერს ველოდებით. ეს არის ის პროცესი, რომელშიც ჩვენ ჩართული ვართ და ვმონაწილეობთ, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ჯერ არ ვართ, არ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ ის დავალება, რაც ევროკავშირმა წარმოადგინა, პირნათლად შევასრულეთ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის და რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე. სწორედ ამას მოჰყვა ის სარეკომენდაციო ხასიათის დადებითი შეფასება, რაც 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა. თუმცა, რა თქმა უნდა საბოლოო გადაწყვეტილება არის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც 27 წევრი ქვეყნის მეთაურმა უნდა მიიღოს და არ შეიძლება, რომ თუნდაც ერთის მხრიდანაც კი უარყოფითი გადაწყვეტილება იყოს, რადგან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღწეული.

იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებები კეთდება, რა წინაპირობა იყო, რა რეკომენდაცია გაიცა, არაერთმა დასავლელმა ლიდერმა აღიარა, რომ წელიწად-ნახევრის წინ დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. როდესაც არსებობს დიალოგის ის ფართო სპექტრი, რომელშიც საქართველო აქტიურადაა ჩართული და საზოგადოებისთვისაც თვალნათელია ვიზიტები, მაღალი რანგის შეხვედრები ყველა ფორმატში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური განწყობა და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს მორიგ შეცდომას და კონსენსუსის საფუძველზე მიიღწევა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ევროპის მხრიდან და ევროპისთვის ეს იქნება მასში ახალი წევრების ინტეგრაციის ახალი ეტაპი",- აღნიშნა მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×