რეზონანსი
11.12.2023

ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. რამდენიმე დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში სამართლიანობაზე არის დაფუძნებული, - ამის შესახებ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში" განაცხადა. მისი თქმით, ამის წინაპირობა არის ის პოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, წინა მოწვევის პარლამენტში დაფიქსირდა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

„ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, იმ განწყობამ, რომელიც მთელს საზოგადოებას გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი უნდა გავხდეთ, რა თქმა უნდა თავისი შედეგი გამოიღო და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ 8 ნოემბრის რეკომენდაცია გასცა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში უკვე ველოდებით ამ რეკომენდაციის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საქართველოსთვის. გვესმის, რომ უნგრეთს აქვს გარკვეული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა გადაწყეტილება იქნება მიღებული სამართლიანობის საფუძველზე. უნგრეთთან მიმართებაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც პირველივე დღიდან ურყევად იდგა საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე", - აცხადებს მიქანაძე.

უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×