რეზონანსი
11.12.2023

საქართველოს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთი ცალსახად უჭერს მხარს და ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია როგორც საგარეო მინისტრისგან, ასვე პრემიერ-მინისტრისგან და ჩვენ მადლობლები ვართ უნგრეთის ხელისუფლების მათი ძალიან მკაფიო გზავნილებისთვის, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალში მონაწილეობს.

„ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება ევროკავშირი-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებს, მე არ ვისურვებდი ამაზე კომენტარის გაკეთებას, ეს არის მათი თანამშრომლობის საკითხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოინახება გამოსავალი იმისთვის, რომ ამ კვირის ევროპული საბჭო იყოს წარმატებული და ქვეყნებმა მიიღონ, დამსახურების შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ევროინტეგრაციას გააძლიერებს მომავალში", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×