რეზონანსი
11.12.2023

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, შანსები იმისა, რომ საქართველოს სტატუსი მიიღოს არის ძალიან მაღალი იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს არც შენიშვნა, არც თავშეკავება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„27-ვე ქვეყნის მხრიდან არის თანხმობა. თუმცა პროცედურულად როგორ მოხდება, თუ არ იქნება უკრაინის შემთხვევაში ერთიანობა, ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ 15-ში მივიღებთ სტატუსს", - აღნიშნა სამხარაძემ.

მიმდინარე კვირის ბოლომდე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილება ცნობილი გახდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროპული საბჭოს სხდომა 14 დეკემბერს დაიწყება. საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციას მხარი 27-მა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×