რეზონანსი
11.12.2023

რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,იან ლიპავსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს სია, სადაც ჩამოთვლილია გარკვეული სამუშაოების პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისობაში იყოს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არსებობს სია, სადაც ჩამოთვლილია გარკვეული სამუშაოების პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისობაში იყოს. რამდენადაც მე ვიცი, არის დადებითი მიმოხილვა. დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს , ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთს და ასევე დასავლურ პარტნიორობას. ვფიქრობ, დროული იქნება, თუ პროგრესი ამ მხრივაც იქნება", - განაცხადა იან ლიპავსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×