რეზონანსი
11.12.2023

ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ავხსნათ, საიდან მოდის ვიქტორ ორბანის რადიკალური განცხადებები და რა არის მათი რეალური მიზნები, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ყველაზე უცნაური ამ ამბავში ისაა, რომ ათწლეულების განმავლობაში უნგრეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო. უნგრეთი პირველი თუ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. უნგრეთი მხარს გვიჭერდა და ჩვენს გვერდით იდგა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის დროს. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ავხსნათ, თუ საიდან მოდის ვიქტორ ორბანის რადიკალური განცხადებები და რა არის მათი რეალური მიზნები. მე მექნება დღეს შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და დანარჩენს მასთან ვისაუბრებ. საქმე ის გახლავთ, რომ უნგრეთის პოზიცია ევროკავშირის გაფართოებას ვერ გააჩერებს, რადგან უკრაინა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრები აუცილებლად გახდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც გაფართოების პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ უნგრეთის პოზიცია პროცესს დააგვიანებს, რაც გაზრდის გაწევრიანების საფასურს. ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე ცუდი მომენტი ევროკავშირის სანდოობის თვალსაზრისითაც", - აღნიშნა კულებამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×