რეზონანსი
11.12.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მადლიერია აზერბაიჯანის მიმართ, რომელმაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე თავისი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა.

„ჩვენ მადლიერები ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთობებისა და მეგობრობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის არსებობს.

ბუნებრივია, საქართველო თავის მხრივ მზადაა, შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რაც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას სჭირდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×