რეზონანსი
11.12.2023

პოლონეთის პოლიციამ დააკავა 25 წლის ქართველი, რომელიც შურისძიების მიზნით ღამის კლუბში მანქანით შეიჭრა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, საქართველოს მოქალაქის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მას გასართობი ობიექტი დაატოვებინეს.

შენობაზე მიყენებული ზარალი 50 000 ზლოტად შეფასდა. გარდა ამისა, ქართველი იქვე გაჩერებულ ორ მანქანას დაეჯახა, რამაც 800 და 3000 ზლოტის ზარალი მიაყენა.

"25 წლის ახალგაზრდას სთხოვეს დაეტოვებინა ერთ-ერთი კლუბი ლოძის ცენტრში, მისი აგრესიული ქცევისთვის. როცა ის შენობიდან გაიყვანეს, დაცვის თანამშრომლებს ცემით დაემუქრა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის დაბრუნდა მანქანით, რომელიც რამდენჯერმე დააჯახა დისკოთეკის კარებსა და გვერდითა ფანჯრებს, მან იქ მდგარ ადამიანებს სერიოზული ზიანი მიაყენა“, - განაცხადა პოლიციამ.

საქართველოს მოქალაქეს უკვე წაუყენეს არაერთი ბრალდება, მათ შორის, ადამიანის საფრთხეში ჩაგდება, მანქანის უნებართვოდ გამოყენება, დანაშაულებრივი მუქარა და ქონების განადგურება, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტვ 25

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×