რეზონანსი
10.12.2023

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელშიც ღაზაში კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციით უკმაყოფილება გამოხატა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა რუსეთისა და ირანის „სახიფათო თანამშრომლობა". მან ასევე დადებითად შეაფასა მოსკოვის ძალისხმევა ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლების მცდელობაში.

თავის მხრივ, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს კონფლიქტის დეესკალაციას და პუტინმა საუბრისას ტერორიზმის ყველა ფორმა დაგმო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×