რეზონანსი
10.12.2023

ომის პაპი ფრანცისკე საომარი მოქმედებების ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის მოწოდებით გამოდის.

ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„როდესაც შობა ახლოვდება, შევძლებთ ჩვენ უფლის დახმარებით მშვიდობისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. ზოგიერთ კონფლიქტს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, თუმცა გვყავს ასევე მაგალითად ქალები და კაცები, რომლებიც სიბრძნით და მოთმინებით მუშაობდნენ მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. მოდით, მივბაძოთ მათ მაგალითს, მოდით, მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა კონფლიქტების მიზეზების აღმოფხვრისკენ. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, დაე, იყოს დაცული სამოქალაქო მოსახლეობა, საავადმყოფოები და სალოცავი ადგილები, მძევლები გათავისუფლებული და ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყოფილი. მოდით, არ დაგვავიწყდეს ნატანჯი უკრაინა, პალესტინა, ისრაელი", - განაცხადა რომის პაპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×