რეზონანსი
10.12.2023

ევროკომისიის რეკომენდაცია დადებულია, რეფორმები განხორციელებულია, საქართველოს მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა ჩადებულია, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესში, არანაირად არ უნდა აფერხებდეს საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რადგან როგორც 1 წლის წინ საქართველო ნეგატიური კონტექსტით იყო გამოთიშული ტრიოს, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ ამჯერად პოზიტიური ჭრილით გამოეყოს ამ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×