რეზონანსი
10.12.2023

დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი, თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს თავდაპირველად ეგონა, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება თავისით დამშვიდდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და მოსკოვი იძულებული გახდა, ხალხს დახმარებოდა.

„ჩვენ გავაფორმეთ ეს მინსკის შეთანხმებები. მათ ასევე თქვეს: „ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ისინი". ჩვენ ეს გვსურდა. ისევ საჯაროდ თქვეს. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც თქვეს: „ჩვენ არ გვიფიქრია მის შესრულებაზე, ხელი მოვაწერეთ მხოლოდ უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად". ჰქონდათ რუსეთის განზე გაწევის, მისი დასუსტების მცდელობა. საბოლოოდ მისი განადგურების. მათ არაფერი გამოუვათ. არასდროს", - განაცხადა რუსეთს პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×