„ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორატი და მათ შორის, თამაზ გაიაშვილი მოხარულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების, რაც დღე-დღეზე გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება - მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრიუსელში, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის" განცხადებაშია აღნიშნული.
მათი ინფორმაციით, მომავალი წლიდან შემოიყვანენ თანამედროვე ახალ თვითმფრინავებს, როგორიცაა „ბოინგი 787 დრიმლაინერი
„მიმდინარე წელს ბევრი ახალი მიმართულება იქნა ათვისებული, მაგრამ „ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება. თითოეულ მიმართულებაზებ კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება.
ამასთანავე, „ჯორჯიან ეარვეისი" მიმდინარე წლის ბოლოდან იწყებს ფრენებს დუბაიში, მომავალი წლის აპრილიდან კი ჩინეთში (პეკინი, შანხაი, ჩენდუ). ამ მიმართულებებზეც კვირაში სულ ცოტა სამ-სამი რეისი შესრულდება.
ასევე განიხილება ინდოეთის მიმართულებები, როგორიც არის დელი და მუმბაი.
„ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ფრენების უსაფრთხოებაა, ბუნებრივია, მგზავრთა კომფორტულ მომსახურებასთან ერთად.
ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ყველა რეისი შესრულდება მხოლოდ დღის საათებში, იშვიათი გამონაკლისი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ზოგიერთი აღმოსავლური მიმართულება.
„ჯორჯიან ეარვეისი" მომავალი წლიდან შემოიყვანს თანამედროვე ახალ თვითმფრინავებს, როგორიცაა „ბოინგი 787 დრიმლაინერი", - ნათქვამია განცხადებაში.