რეზონანსი
03.12.2023

ყველა მიმართულებით, რაც ევალება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით, საქართველო თავისი მოვალეობის ბრწყინვალე შემსრულებელია , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„არაერთი ანგარიში, არაერთი განცხადება არსებობს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამასთან დაკავშირებით. რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია - ეს დააზარალებს საქართველოს და ვერაფერს დააკლებს რუსეთს. მით უმეტეს ამ რთულ ვითარებაში, ეს საქართველოში გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, ინფლაციას, რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა დუნდუამ.

„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×