რეზონანსი
03.12.2023

რა ხდება თავდაცვაში და ვინ აგებს პასუხს უვარგისი საკვებით მოწამლული ჯარისკაცების გამო? შაბათის ეთერის მოპოვებული მტკიცებულებები იმდენად  შოკისმომგვრელია, რომ ოპოზიცია პარლამენტში ნდობის ჯგუფის მოწვევას ითხოვს.

ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით ჩანს, რომ კონკრეტული ჩინოვნიკების დადებული საეჭვო გარიგებებით ასობით სამხედროოს სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს. თევზეულში მატლებია აღმოჩენილი, კერძები კი  დამპალი ხორცით და უხარისხო პროდუქტებითაა მომზადებული.

ფოტომტკიცებულებების გარდა "ტვ პირველმა" გაასაჯაროა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სასამართლოში გამოკითხვის ოქმები. ირკვევა, რომ უვარგისი საკვებით მოწამლულებს ოფიციალურ დოკუმენტებში კოვი ინფიცირებულებად აფორმებდნენ, რომ უწყების მაღალჩინოსანთა დანაშაულის შესახებ არავის გაეგო. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×