რეზონანსი
03.12.2023

უკრაინა შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე აზრით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.

„ახლა არის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი – ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ მასზე უზარმაზარი წნეხია“, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერის თქმით, ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე, აშკარა ქაოსში იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც ლიდერები და ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს. კლიჩკოს თქმით, პრეზიდენტის ოფისში, მერები განიხილებიან მხოლოდ დაბრკოლებად ქვეყანაში ძალაუფლების სტრუქტურების ცენტრალიზაციისთვის.

კიევის მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×