რეზონანსი
02.12.2023

ევროპის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯორჯო სკარსო, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მერაბ ბაზაძეს, მადლობის წერილს უგზავნის.

"თქვენი ფედერაციის მიერ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიღწეული წარმატება მოწმობს იმ ცალსახა ნდობას, რომელითაც თქვენი მოძრაობა სარგებლობს საერთაშორისო დონეზე. ფაქტობრივად, თქვენი ქვეყნის კანდიდატურის მიღება 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაზე იმის დასტურია, რომ საქართველო სარგებლობს ყველა იმ ადამიანის ნდობით, ვინც ფარიკაობის სამყაროში მუშაობს.

პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენმა ფედერაციამ აიღო, იმსახურებს გულწრფელ აპლოდისმენტებს და მე, ევროპის კონფედერაციის სახელით, გამოვხატავ ჩემს გულწრფელ მილოცვასა და მადლიერებას იმ გამოწვევისთვის, რომელიც თქვენ წამოიწყეთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროპის კონფედერაცია მხარს დაგიჭერთ და მოგცემთ ნებისმიერ ინფორმაციას ღონისძიების უკეთ ორგანიზებისთვის. წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში", - აღნიშნულია წერილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×