რეზონანსი
01.12.2023

ძალიან მძიმე დრო უდგას „ნაციონალურ მოძრაობას". ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიამ საერთოდ მიაღწიოს არჩევნებამდე. ყოველ შემთხვევაში იმავე მასშტაბით, რესურსითა და საშუალებებით, როგორიც დღეს არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" დღეს პრაქტიკულად არც არსებობს.

„რა ლოგიკა უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის მოღვაწეობაში, რომელიც მანიფესტს გამოსცემს თუ აინიცირებს, რომელსაც ჰქვია, რომ გამაერთიანებელი უნდა იყოს და ამ დროს სრულიად საპირისპირო მიზანი აქვს, ჩანაფიქრიც სხვა აქვს და რეალურად შედეგსაც სხვას იძლევა. ამ დრომდე თუ ამ პოლიტიკურ პარტიაში იყო ორი დიდი ფრთა, ახლა რამდენიმე გაჩნდა. იმ მანიფესტის შედეგად დამდგარი შედეგებით არ აღმოჩნდა პარტიაში ყველა კმაყოფილი და გაჩნდნენ ამ იდეის სრულიად საწინააღმდეგოს მქადაგებლები. მეტსაც გეტყვით, თვითონ სააკაშვილიც დაბნეულია იმდენი ამბავი დაატრიალეს და მისი ყველა განცხადება ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთთან სრულად შეუთავსებელია. მოკლედ, ძალიან მძიმე დრო უდგას „ნაციონალურ მოძრაობას". ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებამდე მიაღწიოს, ყოველ შემთხვევაში იმავე მასშტაბით, რესურსითა და საშუალებებით, როგორიც დღეს არის", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ნაცმოძრაობის" წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×