რეზონანსი
30.11.2023

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს უკრაინის სამხედრო საჭიროებები თავდაცვის ინდუსტრიის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრისას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩვენი სტრატეგია შეიძლება იყოს სრულყოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ასევე ითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებს და მის ინდუსტრიულ პოტენციალს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში.

"პირველი ნაბიჯი ამის მისაღწევად არის უკრაინის ჩართვა სამრეწველო სტრატეგიის შესახებ საკონსულტაციო პროცესში", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×