რეზონანსი
30.11.2023

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შალენბერგმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ერთადერთი დასავლელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც გააკრიტიკა პოლონეთის მხრიდან ლავროვის ეუთოს შეხვედრაზე მიწვევაზე უარის თქმა.

"როგორც დასავლეთი, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის", - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ეუთო-ში ხორციელდება დიპლომატია, რომელსაც თავად უჭერს მხარს:

ეს არის კლასიკური მულტილატერალიზმი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×