რეზონანსი
29.11.2023

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, მესაფლავე" თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას" მიეძღვნებოდა

ოდიშარია „ნაციონალურ მოძრაობას" სთხოვს, ლევან ხაბეიშვილი პარტიაში დატოვონ.

„ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" უკანასკნელ ლურსმნებს ურტყამს პოლიტიკურ კუბოში. ამ ადამიანს სხვა გაქანება არ აქვს, ის ვერასოდეს იქნება შემკრები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვებს ცილი დასწამოს და ეს ყველამ ჩვენს თავზე ვიგემეთ, ის მოუვა, რაც ლევან ხაბეიშვილს დაემართა.

„ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ერთი თხოვნა მაქვს - ლევან ხაბეიშვილი 2024 წლამდე არაფრით არ გაუშვან და არჩევნებს მასთან ერთად შეხვდნენ, რადგან მისი დამფინანსებელი არჩევნების შედეგების შეტყობის შემდეგ, მას ერთი ტყვიით დამუხტულ იარაღს შეუტანს, კაბინეტში დაუტოვებს და შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი, ეგ სერია ნანახი არ მაქვს,"- განაცხადა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×