რეზონანსი
29.11.2023

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტა­რა ბიჭს, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლებს ყი­დის, გამ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ეხ­მა­რე­ბა. ვი­დე­ო­ში ქალი პა­ტა­რას რამ­დე­ნი­მე ლა­რის კუ­პი­უ­რას აძ­ლევს და ბო­ლოს - დო­ლარს. ბავ­შვი ტი­რილს იწყებს, ამ­ბობს, რომ გრი­პი აქვს და წამ­ლის­თვის თან­ხა სჭირ­დე­ბა. ვი­დეო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. 

ლალი ბე­რი­ნაშ­ვი­ლი გი­ორ­გის დე­დაა, ქალ­მა პირ­ვე­ლად შვი­ლის ვი­დეო ოქ­ტომ­ბერ­ში ნახა. ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ მა­შინ უნდა მო­ე­თხო­ვა დაბ­ლოკ­ვა, რად­გან ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით მისი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი შე­ი­ლა­ხა.

„სამი შვი­ლი მყავს, უფ­რო­სი გო­გო­ნა მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია, ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, ეს ვი­დეო რომ ნახა. კი­დევ მყავს ორი ბიჭი, გი­ორ­გი, ვინც ვი­დე­ო­ში ჩანს, უმ­ცრო­სია. ბავ­შვს ვინც ფულს აძ­ლევს, სტო­მა­ტო­ლო­გი ყო­ფი­ლა, ზიზი ჰქვია. ეს ვი­დეო შარ­შან­დე­ლია.

ყვე­ლა მე­გო­ბარ­მა და ნა­თე­სავ­მა და­მი­რე­კა. მიგ­ზავ­ნიდ­ნენ პი­რად­ში ვი­დე­ოს, ლალი, ეს შენი გიოა? - ნამ­დვი­ლად სი­კე­თე გა­მო­ი­ჩი­ნა, რომ და­ეხ­მა­რა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იყო, რომ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. იქ­ნებ არ მინ­და და არ მსი­ა­მოვ­ნებს. გვი­წერ­დნენ სა­ლან­ძღავ კო­მენ­ტა­რებს, ყვე­ლას ვერც ვუ­პა­სუ­ხე.

ბავშვმა მო­მიყ­ვა, დედა, გზა­ზე ვი­ჯე­ქი და ყვა­ვი­ლებს ვყიდ­დი, უცებ მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა, შემ­დეგ უკან წა­მო­ვი­და და ფული მა­ჩუ­ქაო. არ უთ­ქვამს არა­ფე­რი, რაც მანდ ის­მის. უბ­რა­ლოდ, მკი­თხა, რა­ტომ ყიდი და ვუ­პა­სუ­ხე, რა ვი­ციო. არა­ნა­ი­რი გრი­პი, არა­ფე­რი არ უთ­ქვამს, ის რა­საც ვი­დე­ო­ში იძა­ხის.

სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­ვუბ­რაზ­დი გი­ორ­გის. შე­მე­შინ­და, და­ვი­ბე­ნი, ვინ­მეს ხომ არ მო­პა­რა-მეთ­ქი. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მე­უბ­ნე­ბო­და არ მო­მი­პა­რავ­სო. ვუ­თხა­რი, რა­ტომ არ გა­მო­არ­თვი ნო­მე­რი, და­ვუ­რე­კავ­დი ამ ქალ­ბა­ტონს და მად­ლო­ბას მა­ინც გა­და­ვუხ­დი­დით­ქო.

პირველად ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ტიკ-ტოკ­ზე, ჩემ­მა გო­გო­ნამ ნახა. მე მა­შინ მოვ­ტყუვ­დი, რომ არ და­ვაბ­ლო­კი­ნე, მაგ­რამ ასე არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, გუ­შინ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, ხალ­ხის მრცხვე­ნია, ზოგი კარ­გად სა­უბ­რობს ჩემ­თან სო­ფელ­ში, მაგ­რამ ზო­გის­გან აგ­რე­სი­უ­ლი სა­უბ­რე­ბიც წა­მო­ვი­და.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ, მე მცხე­თა­ში, ოჯახ­ში დი­ა­სახ­ლი­სად ვარ, სო­ფელ გა­ლავ­ნი­დან ვართ. ვშრო­მობთ ოჯა­ხი, არც გრი­პი ჰქო­ნია გი­ორ­გის მა­შინ, პირ­ვე­ლად იმ დღეს გა­ვი­და ყვა­ვი­ლე­ბის გა­სა­ყი­დად ან სა­ი­დან მო­ი­ფიქ­რა. სარ­ვა­მარ­ტოდ მე­ზობ­ლე­ბი ტყე­ში დავ­დი­ვართ-ხოლ­მე, ყო­ჩი­ვარ­დებს ვკრეფთ და ვყი­დით, შრო­მა სირ­ცხვი­ლი არ არის. მტკივ­ნე­უ­ლი და სამ­წუ­ხა­როა, თით­ქოს ნა­ხევ­რად გა­ა­კე­თა სი­კე­თე, აი, მა­ქე­და­ნაც წა­მო­ვი­და ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი, დო­ლა­რი არ უნდა მი­ე­ცა, მას­ხა­რად აიგ­დოო ბავ­შვი, რო­დე­საც ჰკი­თხა, დო­ლა­რი არ გი­ნა­ხავ­სო. მინ­და, რომ აი­ღონ ეს ვი­დეო, მაგ­რამ ისე მო­ე­დო ფე­ის­ბუქს, რომ აზრი აღარ აქვს. ტე­ლე­ვი­ზორ­შიც გა­უშ­ვი­ათ.

იმ თანხით ტე­ლე­ფო­ნი იყი­და თა­ვის­თვის და სახ­ლის­თვი­საც პრო­დუქ­ტე­ბი", - განუცხადა "ამბებს" გიორგის დედამ.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×