რეზონანსი
29.11.2023

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლების მშენებლობა დასრულდა, – ამის შესახებ აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებულ 71 ოჯახთან სახლების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილი ოჯახებისთვის 64-დან 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი სახლები აშენდა და სრულად გარემონტდა. სახლების მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×