რეზონანსი
29.11.2023

უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს და შეიყვანეს. მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს ტრაგედიები აეცილებინათ - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა ამბობდა, საქართველო ომში არ ჩაერთვებოდა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო ამ ომში არ ჩაერეოდა, არ ჩაერთვებოდა, რადგან ჩვენ უნდა გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები. ეს ჩვენ შევძელით. რასაც ახლა არესტოვიჩი ჰყვება, რომ თურმე სამშვიდობო გეგმა ყოფილა, ეს არის ერთმანეთისთვის გადაბრალება. ეს ახლა იმ უკრაინელ ბიჭებს, ან მოქალაქეებს გააცოცხლებს?! ნუ დაუჯერებთ ამ ხელმოცარულ რადიკალებს ვინც ჩვენ გვყავს აქ. აქაც გვყავს ბევრი პოდოლიაკი და არესტოვიჩები და მსგავსები. ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ, როგორც ჩვენ დავიცავით და ასე გავიდეთ სამშვიდობოს", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი მზადაა უკრაინის მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. მისი თქმით, გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×