რეზონანსი
29.11.2023

უკრაინის სტრატეგიული ამოცანა - 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა უცვლელი რჩება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

უკრაინელი დიპლომატი არ უარყოფს, რომ კიევს ესმის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და დათმობების შესახებ იდეები, თუმცა კულებამ მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხა.

„იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას გვთავაზობენ, პირველ რიგში, თავიანთ მთავრობებს უნდა შესთავაზონ მსგავსი - ვინმესთვის საკუთარი ტერიტორიის, ხალხის ნაწილის მიცემა. გააკეთონ ეს თავად და ჩვენც დავინახავთ, შეიძლება თუ არა ამაზე საუბარი", - განაცხადა კულებამ.

ამასთან, ბრძოლის ველზე შექმნილი ჩიხის შესახებ დასმულ შეკითხვას მინისტრმა მოკლედ უპასუხა, რომ ფრონტის ხაზზე ჩიხი არ არის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებს უკრაინის შეიარაღებისკენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×