რეზონანსი
27.11.2023

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა, პარტია მთლიანად დაშლილია, პარტია არ არსებობს, უბრალოდ სატელევიზიო სივრცეში არსებობენ,

„ახლა ერთმანეთს ებრძვიან და ეს ბრძოლაც არის ბიუჯეტიდან თავის დროზე მოპარული ფულისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა, რადგან სამწუხაროდ „ნაცმოძრაობას", ამ არარსებულ პარტიასაც კი რაღაც რეიტინგები შემორჩენილი აქვს. დრამატულად ეცემა მათი რეიტინგი, თუმცა გარკვეული გავლენები, ტელევიზიები, ფული არსებობს და ამის გადანაწილებისთვის შიდა ბრძოლებია, ასევე ბრძოლაა იმისთვის, სააკაშვილის კარზე ვინ მეტ ქულას დაიწერს. ეს პარტია იმის გარდა, რომ წარსულის უმძიმესი ცოდვებით არის დამძიმებული, დღეს უკვე მავნებლობით არის დაკავებული და თუკი მავნებლობის ხარისხს ხანდახან ამცირებენ ხოლმე, იმიტომ რომ შიდა დაპირისპირებით და მავნებლობით არიან დაკავებულები. თუმცა, კარგია ეს რადგან, რაც უფრო მეტი ასეთი ამბავი მოხდება „ნაცმოძრაობაში", მით უფრო კარგად გამოჩნდება მათი სახე და საზოგადოება ამას უყურებს", - აღნიშნავს მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×