რეზონანსი
27.11.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბრიუსელს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინული დიპლომატიის ხელმძღვანელი ნატოს მოკავშირეებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და უკრაინისთვის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებს გააცნობს, ასევე, ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მოსამზადებელ 2024 წლის ადაპტირებულ ეროვნულ პროგრამას განიხილავს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დმიტრო კულება 28 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კულება ორმხრივ შეხვედრებს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×