რეზონანსი
27.11.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ფაზაშია.

"გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ლევან ხაბეიშვილი რჩება ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სტატუს-კვო, რომელიც დაშლის ბოლო ფაზაშია, რომელიც 2024 წლის არჩევნებს უკიდურესად მოუმზადებელი, დაშლილი და დასუსტებული ხვდება. ეს არის ლოგიკური შედეგი, რომელსაც იმსახურებს „ნაციონალური მოძრაობა". რაც დათესეს, იმას იმკიან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×