რეზონანსი
27.11.2023

ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის თვალნათელია, რომ „ქართული ოცნებისა" და ხელისუფლებების მხრიდან არ არის გამოტოვებული არც ერთი შანსი და არც ერთი პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი გზავნილი ევროკავშირის მიმართ არ იქნეს ხაზგასმული- ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

„ეს გზავნილი ბუნებრივია არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება იმსახურებს უკვე დაგვიანებულად კანდიდატის სტატუსს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს, ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმ ძალიან დიდ, პოლიტიკურ და სტრატეგიულ გამარჯვებას, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია", -აღნიშნა ბითაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×