რეზონანსი
27.11.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასა და საზოგადოებას მოუწოდებს, მთავრობა აიძულონ, რომ სტუდენტების ბინის ქირა დაასუბსიდიროს.

ამასთან, სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ საკითხზე პეტიცია შედგეს.

„რუსი მიგრანტების მასობრივი შემოსვლის გამო, ბინებზე ქირის ფასები ქართველებისთვის მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის.

მე მოვუწოდებ „გამარჯვების კოალიციას“, ასევე სხვა ოპოზიციურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა და ეს ფული მოიტანოს იმ თანხებისგან, რომლებიც ძირითადად ჩრდილოვანი და ნახევრად ლეგალური გზით შემოვიდა რუსეთიდან.

გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც, პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის „ფესიბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×