რეზონანსი
27.11.2023

იმის მერე, რაც გაირკვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ოლიგარქიული მმართველობა და არაფორმალურ მმართველობას თავად ოპოზიციონერები აღიარებენ, ახლა გავარკვიეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცისფერი მთებიც ყოფილა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგი პროცესები მიმდინარეობს.

„ოფიციალურად მელიას ვერ რიცხავენ, მაგრამ პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს, მისტერ ოფშორმა დარეკა, შეუცურეთ მელიას ცარიელი ქაღალდიო, დაწერეთ, რომ მელია აღარ არის „ნაცმოძრაობაშიო“. რა ექნა კლოუნ ხაბეიშვილს და იქვე ხელი მოაწერა. თუმცა, ალბათ მეორე ხელზე ნიჩურიტი ჰქონდა. ერთი ხელით ხელს აწერდა გარიცხვას, მეორეზე ნიჩურიტი ექნებოდა, რადგან რომელი დასჭირდება არ იცის, ტელევიზიიდან, რომ გამოვა. „ვივამედიდან“ დაურეკავენ თუ კვიპროსიდან ამის მიხედვით იტყვის, რა მექნა ხელი მოვაწერე, მაგრამ ნიჩურიტი მქონდაო. თუ იტყვიან, უნდა გაგერიცხაო ხელი ხომ მოვაწერეო. ეს რეალობაა „ნაცმოძრაობაში“, კარგი პროცესია. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებში უკვე არის განცდა, რომ 2024 წლისთვის, მათ შორის ვინც მხარს არ უჭერს სახელისუფლებო გუნდს, ნორმალურ ოპოზიციურ პარტიებს მისცენ ხმა და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×