რეზონანსი
26.11.2023

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა, სადაც NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს და წერს, რომ ვიზიტი 27-29 ნოემბერს გაიმართება.

როგორც სახდეპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ენტონი ბლინკენი ხაზს გაუსვამს NATO-ს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას, ასევე, განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×