რეზონანსი
26.11.2023

ჩვენთვის ყველა მძევლის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ, - ამის შესახებ ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონის მერის მოადგილემ, მაქსიმ ბაბიცკიმ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას და საწვავს რასაც ღაზის სექტორში ვაგზავნით, ჩვენ ვიცით, რომ ამ დახმარებას ჰამასი ისაკუთრებს, მაგრამ თუნდაც მცირე ნაწილი თუ შეხვდებათ ღაზის მცხოვრებლებს, ეს უკვე კარგია. ქალაქი დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ ამ დრომდე სხვადასხვა დაწესებულება დახურული რჩება. როგორ შეიძლება ჩვეულებრივად იცხოვრო ქალაქში, სადაც მხოლოდ ერთ დღეში 60 ადამიანი დავკარგეთ. ყოველდღე გვეღუპება ჯარისკაცები. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მომავალში. მალე განახლდება სამხედრო ოპერაცია, ჩაირთვება განგაშის სიგნალი, დაიწყება რაკეტების სროლა. ახლა ბევრი ხალხია ქუჩაშია, მაგრამ ხალხს ხალისი არ დაბრუნებია", - განაცხადა ბაბიცკიმ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×