რეზონანსი
24.11.2023

მანიფესტი, რომელსაც „ნაციონალურ მოძრაობაში" დაძაბულობა უნდა განემუხტა, ჯერჯერობით გამაერთიანებლის როლს ვერ ასრულებს. მიზეზი დოკუმენტის დასკვნით ნაწილში არსებული ჩანაწერია, რომელმაც გუნდში ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივი მანიფესტი პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობის აღიარებას ითხოვს, ნიკა მელიას გუნდი კი ამ პუნქტს არ ეთანხმება.

ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში ვერ დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ერთიანობის მანიფესტს ხელს არ მოაწერენ.

„ყველა ხვდებით, რომ ამ დოკუმენტის ადრესატები არიან ის ადამიანები, ვინც პარტიის წინააღმდეგ საჯარო, ღია კამპანიას ეწეოდნენ. პირველ რიგში, ხომ ყველა ხვდებით, რომ ამ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია და შესაბამისად, პირველ რიგში, ნიკა მელის ეხება ეს დოკუმენტი, ნიკა მელია თუ მოაწერს და მოაწერდა ხელს ამ დოკუმენტს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ყველა ჩამოთვლილი სუბიექტი და ყველა სხვა ადამიანიც მოიაზრებოდა ამ ხელმოწერაში. [...] [თუ მანიფესტს არ მოაწერს ხელს ნიკა მელია, ის იქნება მაინც პარტიის წევრი თუ აღარ იქნება?] არ იქნება, ვერ იქნება პარტიის წევრი, ის ვერ წარმოადგენს და არ წარმოადგენს ენმ-ის ინტერესებს", - თქვა ბეჟაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×