რეზონანსი
24.11.2023

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა ნაყოფიას თქმით, მას განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მანიფესტთან დაკავშირებით, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიღო.

„არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, კიევში ვარ თუ იქ ვარ, მე ნამდვილად არ მივიდოდი ამ ღონისძიებაზე, რადგან გამაჩნია განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის, ამ მანიფესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შინაარსს, სადაც ზოგადად, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და რეჟიმის წინააღმდეგ ერთობაზეა საუბარი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს ებრძვის დაეთანხმებოდა, მეც მათ რიგებში ვიქნებოდი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვიქნებოდი, ამ დოკუმენტზე მომეწერა ხელი, იმიტომ, რომ ეს არის ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ყველა დებულებას, ყველა პუნქტს უნდა ეთანხმებოდე, რომ მოახდინო მისი მხარდაჭერა და ხელის მოწერა", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×