რეზონანსი
24.11.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის აზრით, როცა ნაცმოძრაობაში გაცხოველებული გადანაწილება მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არავის სჭირდება.

„სინამდვილეში, სააკაშვილის შეწყალება მის პარტიას უნდა თუ არა, საკითხავია. ძალიან დიდი მოტივაციითა და მხიარულებით მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ გადანაწილება. როცა ასეთი გაცხოველებული გადანაწილება მიმდინარეობს, ვის რაში სჭირდება სააკაშვილის შეწყალება?! ჯერ აცალონ ამ ხალხს - ყველაფერს გადაინაწილებენ, აიწონა-დაიწონაც დასრულდება, ვნახავთ მელია გადაწონის თუ ხაბეიშვილი და რაც დათესეს, იმ მოსავალს რომ აიღებენ, მერე სააკაშვილის საკითხი უფრო ადვილად დასანახი გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა: ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×