რეზონანსი
24.11.2023

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია ბიუჯეტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ეს არ არის სწორი ბიუჯეტი საკრებულოსთან მიმართებაში.

"მე მაქვს კითხვა, ვისთან გაიარეთ საკრებულოს ბიუჯეტი. ჩემთან არ გაგივლიათ. 24 000 ლარი, რომელიც ეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პრემიების საკითხს, ეს თანხა არის ამოღებული. ეს იყო დანამატი. 78 000 ლარი არის მოთხოვნილი და 28 000 ლარით არის დაკმაყოფილებული. აქ ჩაშლილია, თაბახის ფურცლების შეძენის საკითხი, საკანცელარიო საქონელი, პრინტერების შესყიდვა, გამათბობლები, მაგიდა, კომპიუტერის აქსესუარები," - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

მისივე თქმით, საკრებულოს თანამშრომლებს თავად მოუწიათ სარვამარტოდ თანხის შეკრება, რათა ქალბატონებისთვის იები ეყიდათ.

"სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2 ლარიანი იები. ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ. ეს არ არის სწორი ბიუჯეტი თვითონ საკრებულოსთან მიმართებაში," - აღნიშნა ნოდარ შეროზიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×