რეზონანსი
22.11.2023

საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა პირდაპირ თქვა, რომ „იუესაიდი“ აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. მან ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი პოლიტიკურ კორუფციაში, აზერბაიჯანოფობიასა და თურქოფობიაში დაადანაშაულა.

„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი იყო, აშშ აგრესორ ქვეყანას, სომხეთს უჭერდა მხარს. დღეს ეს პოლიტიკა გრძელდება. გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის რანგში სამანტა პაუერმა ვერც ერთხელ გაბედა აზერბაიჯანელი ლტოლვილების და დევნილთა მდგომარეობაზე საუბარი და არ მოუთხოვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება, რომ აღარაფერი ვთქვათ სომხეთის ოკუპაციის დაგმობაზე. ნიღბები ჩამოხსნილია. USAID-ი აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს“, - წერს ჰაჯიევი X-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×