რეზონანსი
21.11.2023

"გამოიყენება თუ არა საქართველო შავ ხვრელად? - ამ კითხვაზე ჩვენ მკაფიოდ რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის რომ ვაჭრობა ამ რეგიონში გაზრდილია, ნაკადი არის გაზრდილი," - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის უფროსმა მრჩეველმა ტომ კიტინგმა გააკეთა.

კიტინგი "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, ე.წ. შავ სიაში მოხვედრის შანსები იზრდება. როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის უფროსი აცხადებს, ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე, საქართველოსთან მიმართებით კითხვები იზრდება.

საქართველო სახიფათო პოზიციაშია ახლა. შემოწმების და დაკვირვების პროცესი არ არის მარტივი, თუმცა არსებობს კარგი რესურსები და წყაროები  საქონლის ნაკადების, სავაჭრო მონაცემების ცვლილების დასანახად. 

ის შესაძლებელს ხდის დავაკვირდეთ რა სახის ელექტრონული სერვისი გადის იმპორტზე. კრიტიკული საკითხი არის არა ამ საქონლის რაოდენობა, არამედ ტენდენცია, თუ როგორია 2022 წლის თებერვლიდან დღემდე. მაგალითად, როგორ იცვლება მანქანების იმპორტი საქართველოდან სხვა ქვეყნებში. ეს არ არის საკითხი, რომლითაც ჩვენ დამნაშავეებს ვეძებთ, არამედ ეს არის საკითხი, რომელზეც შემდგომ ვსაუბრობთ ქვეყანასთან - ადასტურებთ ამ ციფრებს? არ ადასტურებთ და რა არის მიზეზი. 

გამოიყენება თუ არა საქართველო შავ ხვრელად? - ამ კითხვაზე ჩვენ მკაფიოდ რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ვაჭრობა ამ რეგიონში გაზრდილია, ნაკადი არის გაზრდილი. ეს ნაკადი მოდის ევროკავშირიდან და ჩანს, რომ მზარდია. ეს არის საკითხი, რომელზეც საქართველოს მთავრობას დიპლომატები პირისპირ შეხვედრაზე ესაუბრებიან. 

ამიტომაცაა, რომ როცა ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში, ისინი არიან ფოკუსირებულები, რა შეზღუდვებია დაწესებული, მაგალითად, მიკროჩიპებზე, რომელიც შეიძლება რუსული არმიის დასახმარებლად იყოს გატანილი და გამოყენებული," - ამბობს ტომ კიტინგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×