რეზონანსი
21.11.2023

აზერბაიჯანული მხარე სომხეთთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ერევანს სახელმწიფო საზღვარზე შეხვედრის ვარიანტს სთავაზობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, პროცესი სერიოზულად შეანელა იმ ფაქტმა, რომ სომხეთს დაახლოებით 2,5 თვე დასჭირდა სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის წინადადებებზე პასუხისთვის.

„მშვიდობიან მოლაპარაკებებში ამგვარი პაუზა ხელს არ უწყობს სტაბილურობას და კეთილდღეობას რეგიონში. აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ორმხრივ საფუძველზე სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი დასრულებისთვის. მიგვაჩნია, რომ ორმა ქვეყანამ ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მათი მომავალი ურთიერთობების შესახებ და მხოლოდ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამშვიდობო პროცესის გაგრძელებაზე, მათ შორის ურთიერთმისაღები ადგილის შერჩევაზე ან სახელმწიფო საზღვარზე შეხვედრის გადაწყვეტილებაზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება მოუწოდებს სომხურ მხარეს, არ დაუშვას გაჭიანურება და მოლაპარაკებების დასაწყებად სომხეთის დადებითი რეაქციის იმედს გამოთქვამს.

შეგახსენებთ, მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების მეექვსე წინადადება გადასცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×