რეზონანსი
21.11.2023

კილომეტრიანი საცობი ლარსზე. გამშვებ პუნქტზე ათასობით ავტომობილია გაჩერებული და გზის გახსნას ელოდება.  რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლას, უკვე მესამე დღეა მძღოლები უშედეგოდ ცდილობენ.

საჭმლის და წყლის გარეშე დარჩენილი ხალხი დახმარების მოლოდინშია. საგზაო კოლაფსის მიზეზი უამინდობაა. არსებული ცნობებით, ადგილზე  პრობლემები დიდთოვლობის გამო დაიწყო, თუმცა რიგში იმდენად ბევრი მანქანაა, რომ მძიმე ტექნიკა, გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ასე ვწვალობთ, სამი დღეა აქ ვართ, არც ვჭამ, არც ვსვამ, ეს ვარდები დედის დაბადების დღისთვის მიმქონდა". - ამბობს საცობში მდგომი პირი.

რუსეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ პრობლემების მოგვარებას.

ყველაფერს აკეთებენ შესაძლებლობის ფარგლებში, რომ გზა გაიხსნას, მაგრამ გარანტიას ვერ იძლევიან რომ დღეს გახსნიან. აქ გათბობის პუნქტია გახსნილი, ჩაის და ყავის დალევაა შესაძლებელი". - ამბობს ლარსის რიგში მდგომი რუსეთის მოქალაქე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×