რეზონანსი
21.11.2023

ორთაჭალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერია აცხადებს, რომ კრწანისის ქუჩაზე (კალანდაძის ქუჩის მოპირდაპირედ) სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობდა და ქუჩაზე კომპანია "იბერი" მუშაობდა:

"გაცნობებთ, რომ კრწანისის ქუჩაზე(კალანდაძის ქუჩის მოპირდაპირედ) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე მუშაობდა კომპანია "იბერი". კალანდაძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, არანაირი შეხება არა აქვს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებთან" - აცხადებს მერია

შეგახსენებთ, რომ დღეს ორთაჭალაში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე სატვირთო მანქანა დაგორდა, რომელმაც 15 წლის მოზარდი მოიყოლა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×