რეზონანსი
20.11.2023

მე არა როგორც ქალი დეპუტატი, არამედ როგორც დეპუტატი ვგმობ ყოველგვარ ძალადობას - მოვითხოვ ყველა შემთხვევის გამოძიებას, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების მიერ და გამოიწვია „ოცნების" ცალკეული ქმედებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილია 2020 წლიდან პარლამენტში მომხდარი ფაქტები გამოიძიონ სქესისგან დამოუკიდებლად.

„მე არა როგორც ქალი დეპუტატი, არამედ როგორც დეპუტატი ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ბილწსიტყვაობას და ეთიკის ნორმების დარღვევას. მოვითხოვ ყველა იმ შემთხვევის გამოძიებას, რომელმაც გამოიწვია თუნდაც „ოცნების“ ცალკეული ქმედებები, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების ბილწსიტყვაობით, გინებით და ძალიან კარგი იქნება, თუ თავიდან დავიწყებთ, გადავახვევთ კადრებს და ყველა შემთხვევა იქნება გამოძიებული, ყველა იმ პიროვნებას ვინც დაარღვია ეთიკა პარლამენტში, მოეთხოვოს პასუხი იმისგან დამოუკიდებლად ქალია თუ კაცი. მხოლოდ ამის შემდეგ მაქვს იმედი, რომ თავს შეიკავებენ დეპუტატები და იზრუნებენ პრობლემების გადაწყვეტაზე და არა ცირკის მოწყობაზე პარლამენტში და ამით თავის გამოჩენაზე.

ოპოზიციონერი ქალების წივილ -კივილს მე ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ ალბათ, სპეციალურად აქვთ შემუშავებული ეს ტაქტიკა, რომ კაცები ხმას არ იღებენ და ქალებს უშვებენ წინა ფრონტზე, ეს კაცების უსუსურობაზე მეტყველებს. მე დავძენ, რომ ეს დაუშვებელია ორივე მხრიდან - ქალი იქნება თუ კაცი, ბილწსიტყვაობა პარლამენტში არც ერთს არ შეშვენის. იმედი მაქვს ყველა ცალკეულ შემთხვევას სქესისგან დამოუკიდებლად გამოიძიებს ეთიკის კომისია 2020 წლიდან მოყოლებული, მათ შორის მაგიდებზე სირბილს, მაგიდების გადაყირავებას, ტელეფონების სროლას, წყლის დასხმას და ა.შ"- განაცხადა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×