რეზონანსი
20.11.2023

"დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები, ერთ-ერთი ცუდი თვისებაა, როცა ვამბობთ, რომ აფხაზეთს და ოსეთს დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, შტატებში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თემას პოლიტიკური შეფასებები მოყვა - ომი, არეულობა და დესტრუქცია - უმრავლესობის წევრებმა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული მასალებიც გაიხსენეს.

„პრაქტიკულად, ალასანიამ დაუმთავრა არჩევნები ოპოზიციას. რეალურად გახსნა კარტები. ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ალასანია საუბრობს ომზე; ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, ალასანია საუბრობს გახლეჩაზე, დაპირისპირებაზე. რეალურად, შეუძლია, ახლა დაჯდეს და საპენსიო უზრუნველყოფაზე იფიქროს იმიტომ, რომ ეს არჩევნები ისედაც წაგებული ჰქონდა და, ამ გამოსვლის შემდგომ (ვიცით ჩვენ, რომ მისი გავლენები „ნაცმოძრაობაში“ არის საკმაოდ დიდი), ბუნებრივად, საზოგადოების ის ნაწილიც კი განაწყო ნეგატიურად, რომელიც ოპოზიციას უჭერდა მხარს. უნდა შევახსენოთ ბატონ ალასანიას, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომზე ვინც გვესაუბრებოდა, მათ შორის უკრაინიდან, იმათზე სისხლის სამართლის საქმეა ახლა აღძრული. რასაც ჩვენ ვამბობთ, „ხალხის ძალა“, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერების სახით, ესენი ადასტურებენ აქ,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×