რეზონანსი
20.11.2023

გაგრძელდება თუ არა არჩევნების გაყალბების მექანიზმზე მუშაობა თუ ფრიდონ ინჯიას მომზადებულ კანონპროექტს თაროზე შემოდებენ? -  საკითხი დღეს15:00 საათზე ბიუროზე გაირკვევა. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ ძველი ლამინირებული პირადობებით არჩევნებში მონაწილეობას დაუშვებენ,ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმ ადამიანის პირადი ნომრები, რომლებსაც ძველი პირადობის მოწმობები აქვთ, შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" გაყალბებისთვის გამოიყენოს. 

პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ ეძლევა შესაძლებლობა, რომ დაბეჭდოს ნებისმიერი პირადობა, ვთქვათ, რამდენიმე ერთი ადამიანისთვის. ჩვენ გვახსოვს ასეთი, იუსტიციის სამინისტროს მიერ ყალბი პირადობის მოწმობები, რომელიც აღმოჩნდა მერე არჩევნებზე. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და პირველ რიგში, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას იმ კონტექსტში, რომ ჩვენ მეტნაკლებად  ელექტრორალური რეფორმის კონტექსტში ელექტრონული არჩევნები შემოვიღეთ, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე. 

ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ მათ პირობებში არცერთი არჩევნები არ გაყალბებულა. 

რომელი არჩევნები იყო გაყალბებული? რომელიმე არჩევნები მაინც გახსოვთ, რომელიც ჩატარდა „ქართული ოცნების“ პირობებში და მიმდინარეობდა გაყალბება? არა, ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა და ახლა, ოპოზიცია ათას სისულელეს იძახის ხოლმე და თუ მორიგ სისულელეს იტყვის, მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამბობს ირაკლი ბერაია.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×