რეზონანსი
19.11.2023

თუ ვინმე არის დასასანქცირებელი, პირველ რიგში ის პოლიტიკური ბანაკია, რომელიც მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მამუკა ხაზარაძის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ხაზარაძის „ლელო“ საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მუშაობს.

„ლელო“ ბატონი ხაზარაძის ლიდერობით ამ 2 წლის განმავლობაში არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ბანაკში პირდაპირ, ღიად მუშაობდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად და იყენებდა ყველა თავის რესურსს, იმისთვის რომ საქართველოსთვის ევროპული მომავალი გადადებულიყო.

როგორ შეიძლება, როდესაც შენს ქვეყანას უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, იყო წასულიყო საერთაშორისო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში და იქ ადამიანებს ესაუბრებოდე, რომ ქვეყანას ჰყავს თითქოს ანტიევროპული ხელისუფლება და თითქოს სანქციები არის ახლა ყველაზე აუცილებელი და საჭირო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×