რეზონანსი
19.11.2023

19 ნოემბერი ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული მონაცემებით, ყოველ 24 წამში, ერთი ადამიანი იღუპება ავარიაში.

ჯანმო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ყოველ 24 წამში, მსოფლიო კარგავს შვილს, მამას, დედას, ძმას, დას, მეგობარს ან კოლეგას გზებზე.

სიცოცხლის გადასარჩენად:

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს;

არასდროს მიიღოთ ალკოჰოლი, როდესაც ხართ საჭესთან;

ატარეთ ჩაფხუტი მოტოციკლისა და ველოსიპედის მართვისას;

გამოიყენეთ უსაფრთხოების ღვედი;

დაამაგრეთ ავტომობილებში ბავშვების სავარძლები“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს - 2022 წელს, საქართველოში, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×